sport24: ჩაკვეტაძემ გასაბრწყინებლად კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - მთავარია, ანანიძის ბედი არ გაიზიაროს

AutoSharing Option
რუსულმა sport24-მა წერილი გამოაქვეყნა იმ 10 პერსპექტიულ ფეხბურთელზე, რომლებმაც შეიძლება წელს თავი წარმოაჩინონ.

"მათ 2019 წელს გაიცნობთ. ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მოედანზე ცეცხლი დაანთონ. საჭიროა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. დაიმახსოვრეთ ეს გვარები", - აღნიშნულია წერილის ანოტაციაში და იმედისმომცემ მოთამაშეთა შორის მოხსენიებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ასეა დახასიათებული.

"ქართველი ტალანტით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე, ასევე უკანდახეულ თავდამსხმელად. ფინტების უზარმაზარი არსენალი დაეხმარა მსრაფლ დამკვიდრებულიყო ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად. მთავარია, "სპარტაკის" უსაზღვროდ ნიჭიერი ქართველის ბედი არ
გაიზიაროს".

საუკეთესო ათეულში აგრეთვე დასახელებულნი არიან:
უსემ აუარი (ლიონი)
ტანგუი ნ'დომბელე (ლიონი)
ნიკოლო ბარელა (კალიარი)
კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)
ალფონსო დევისი (ბაიერნი)
ისმაილა სარი (რენი)
რუბენ დიაში (ბენფიკა)
სანდერ ბერგე (გენკი)
ფერან ტორესი (ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 11 /
უდიდესი ტალანტი კარგი პიროვნება მაგრამ თქვენ როგორც ტრაბახობთ როგორც აბუქებთ ასე არ არის ასეთი ტალანტებით სავსეა მსოფლიო ტალანტია მესი რონალდო ქინქლაძე ხოლო გიო თუ იმუშავებს თანაც ბევრს მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება დაანებეთ მის დათარსვას თავი წარმატებები გიო გაგვახარე
ვახო
21:12 07-01-2019
4
რა დღეში ვართ ხალხო 18 წლის ვინისიუს ჯუნიორში მეტი გადაიხადა რეალმა ვიდრე ერთად აღებული საქართველოს ნაკრები ღირს აი სამწუხარო რეალობა
ვახო
21:36 07-01-2019
27
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული