ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში "კრასნოდარის" მწვრთნელმა მურად მუსაევმა გუნდიდან წასულ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილზეც ისაუბრა.

- რატომ დაემშვიდობეთ ოქრიაშვილს?
- ხანდახან ფეხბურთელს ახალი გამოწვევა სჭირდება. ამის ნათელი მაგალითი ჟოაზინიოა. "კრასნოდარში" მრავალი წელი ითამაშა, მაგრამ უკანასკნელ ხანს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. გადავიდა "დინამოში" და გაიბრწყინა. ახლა იქ ერთ-ერთი ლიდერია, გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. ჩვენ ყველას გვიხარია მისი წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ ოქრიაშვილისთვის სხვა გუნდში გადასვლა კარიერული წინსვლისთვის სტიმული იქნება.

- რაშია საქმე? გადასარევი გოლები გაჰქონდა.
- სამწუხაროდ, ტრავმებმა გატანჯა. ხან ერთმა, ხან მეორემ...
მწყობრში ჩადგა და ისევ ტრავმა მიიღო. ფსიქოლოგიურად ეს ძალზედ ძნელია.

ასევე დაგაინტერესებთ