გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
ბოლომდე იბანძებს თავს ვერ გასცდა ამ რუსულ ფულს არ გამოვა ამისგან ლეგენდა არადა იყო შანსი სამწუხაროდ
გენო
08 იანვარი 2019 19:05
14
აქ "კლავიატურის პატრიოტების" საყურადღებოდ ეხლა თქვენც ბრაზილიის ნაკრებზე არ საუბრობდეთ კიდე 100 წელი სადაც არის იმ დონეს ვერ გასცდება და მეორე ვითომ ეხლა თქვენ ძაან გედარდებათ ნაკრები ან ანანიძე და სულ ღამეები არ გძინავთ ხომ იცით, მაგრამ იცი რა გალაპარაკებთ შურიიი??? შური როცა წაიკითხეთ რომ ვიღაც ქართველს 2 მილიონი ევრო ქონია ხელფასი, ანანიძე ევროპაში რომ წასულიყო მოხვდებოდა მაქსიმუმ ბეტისში, ბოლონიაში, ჯენოაში... ამის მეტს ვერ გაქაჩავდა, იქ მაქსიმუმ ხელფას მისცემდნენ წლიურ 500 ათას დოლარს, სპარტაკში კი იღებს 2 მილიონს, ანუ წლიურად მილიონ ნახევარს დაკარგავდა და ეხლა იანგარიშეთ თუნდაც 4 წლის მანძილზე რამდენს დაკარგავდა ფინანსური თვალსაზრისით, 6 მილიონს. ეს თანხა ნებისმიერს ვინც აქ კომენტარებს ვწერთ ან ვკითხულობთ მთელი ცხოვრება გვეყოფოდა ისე რომ საერთოდ რომ აღარ გვეშრომა. თქვენ კიდე ვითომ თქვენის მოკლე " ჭკუით" აქ ანანიძეზე ქილიკობთ, ანანიძეს საქილიკო რა აქვს ბინა მოსკოვში, ბათუმში, ქობულეთში, რამდენიმე ავტომობილი მათ შორის ბენტლი. ერთი თქვენ იყოთ მის მაგივრად და გნახავდით რომელ ევროპაში წახვიდოდით რუსეთის მაგივრად მაგრამ ღმერთმა ეგ ბედი არ გარგუნათ და აფრქვევთ ეხლა შურს აქ აბა მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ მაგით ვის რას დაუშავებთ საკუთარი თავების გარდა, შური ჩრჩილივითაა გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან ღრნის ადამიანს
megre
09 იანვარი 2019 01:25
21
გგონია ეხლა მაგარი რაღაც დაწერე ხო? რის გამართლებას ცდილობ? ფულზე ფეხბურთის გაცვლისას? საბედნიეროდ არის ქართულ ფეხბურთსი ტენდენციები იგივე ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი როცა ისინი მიდიან ევროპაში სწორი ფეხბურთის სათამაშოდ მომავლის იმედით რომ დიდი ფეხბურთს ითამაშებენ. უდიდესი ნიჭის მოთამაშეები გვყავდა ძველი დინამოს დროს რომლებიც თავისუფლად ითამაშებდნენ ნებისმიერ გრანდში, ეგ ნიჭი არ მომკვდარა და ჩენს იგივე ანანიძეშიც და ოქრიაშვილშიც, რუსეთი კიდე რომ ჭამს ამ ნიჭს ისე როგორც გამოთა რომააა ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო მაგაა უბედურება, ეს ბიჭები იქ უნდა წავიდნენ სადაც იციან ხურმა რა ხილია და სწორად გაზრდიან ფეხბურთელებათ,მარა მანამდე აქაც თუ სწორი მიდგომები არ დაინერგა ფწხბურტელებთან მუშაობის არაცერი გამოვა აგერაა ოქრიაშვილის მაგალითი, ტიპმა ვერ გმგენტში როცა იყო ვერ შეიგნო სად მოხვდა და ისეთები აკეთა რაც ევროპელებისთვის ვაფშე წარმოუდგენელი რამ იყო კი გამოუშვეს კინწისკვრით რაღას იზამდნენ აბა.
Gio
09 იანვარი 2019 08:48
4
100% იანი ხარ!ყოჩაღ!არ ესმით ზოგზოგს ეგ სიმართლე)
gvantsa
09 იანვარი 2019 14:28
1
ყველა გამოხმაურება
არა რა..
ერთი ილიამ გვითხრა პირში სიმართლე და მეორე ბოსკამპმა.
მენტალიტეტ დებილ!!!

რას ვიზამთ.
ყველას თავისი არჩევანი აქ.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯანო.
მარა, სამწუხაროდ, შენი ფეხბურთის აღარ მჯერა :(
პ.ს. იმედია ბოსკამპის სიტყვების გამო კომენტარს არ დაბლოკავთ :D
gatuzo
08 იანვარი 2019 20:17
10
ბოსკამპი ეროვნული მასშტაბის კლასიკოსად ჩავთვალოთ თუ მსოფლიო რანგის დიდ კლასიკოსად?
ლევანი
08 იანვარი 2019 21:50
9
საქმეს როგორი პირიც უჩანდა, ისე დამთავრდა. არც აზრი აქვს კომენტარის გაკეთებას, ისეც ნათელია ყველაფერი
)))))
08 იანვარი 2019 20:18
1
როგორი მოჯადოებული წრე ტრიალწბს ბიჭის თავს ამას ჰქვია რუსული „წყეულიზმი“ იმედია იქ კარგი სეზონი იქნება.
დავითი
08 იანვარი 2019 18:58
6
რუსეთი სპორტშიც რუსეთია. ვერ ყოლია ანანიძეს კარგი მენეჯერი, თუ თვითონ არ უნდოდა რუსეთში ყოფნა.
რეზო
08 იანვარი 2019 19:28
4
ყველაზე ცუდი ვარიანტი ჯანოსთვის!
ერთადერთი დადებითი ისარი რომ მეორე წრის მოსამზადებელ პერიოდს ახალ გუნდთან ერთად გაივლის და ძირითადში უფრო თამამად და დამსახურებულად ჩაჯდება. ტრავმებმა თუ არშეუშალა ხელი თავის თამაშს ითამაშებს და ალბათ საბოლოოდ იმასაც მიხვდება რომ ნებისმიერ გუნდში კონკურენციის გარეშე ვერ ითამაშებს და კონკურენციას კი ვარჯიში და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება!
წარმატებები ჯანოს და ყველა ქართველ სპორტსმენს!
ბათუმი
08 იანვარი 2019 19:09
1
ეხლა მთავარია ზაფხულის ტრანსფერებამდე გამოიყენოს დრო და ფორმაში შევიდეს, ათამაშდეს როგორც მას ეკადრება და მერე მსურველი კლუბიც გამოუჩნდება ბელგიიდანაც, ჰოლანდიიდანაც, პორტუგალიიდანაც, საფრანგეთიდანაც და გერმანიიდანაც! მთავარია მერე აღარ დაბრუნდეს სპარტაკში და საერთოდ რუსეთში აღარგაჩერდეს!
მამუკა
09 იანვარი 2019 17:37
0
ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ ჯანოს უდიდესი პოტენციალი, რუსეთში ლპება.
Joni
08 იანვარი 2019 18:54
6
ჯანო არის საქართველოს პატრიოტი! სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ვუგულშემატკივრებ! მეც ვფიქრობ, რომ უკეთსი იქნებოდა ევროპაში რომ წასულიყო, მაგრამ ალბათ ამ ეტაპზე ასე ჯობდა. მომავალი სეზონიდან მაინც გაიჩითე რა ჯანო, ახალ ევროპულ ნორმალურ გუნდში..
ქუთაისელი
08 იანვარი 2019 22:31
1
მართლაც ძალიან სამწუხაროა...
ara
08 იანვარი 2019 18:54
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული