ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

France Football: "ლიონში" კორნეტის შემცვლელად ფეხბურთის იმედის - გიორგი ჩაკვეტაძის განხილვა შეიძლება

AutoSharing Option
გავლენიანი ფრანგული გამოცემა France Footall-ი "ლიონის" სატრანსფერო სიახლეების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი უამრავ ფეხბურთელზეა.

ჩვენი ყურადღება იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა მოხსენიებული.

გამოცემის მტკიცებით, გუნდს მიმდინარე თვეში 22 წლის ვინგერი მაქსველ კორნეტი დატოვებს და კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, მის სავარაუდო შემცვლელთა შორის კი ქართველ ფეხბურთელსაც განიხილავს.

"იანვარში კლუბს, დიდი ალბათობით, მაქსველ კორნეტი დატოვებს და "ლიონს" მისი შემცვლელის პოვნა დასჭირდება. ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები გამოუცდელები არიან, მით უმეტეს, "ლიონი" ერთდროულად ოთხ ფრონტზე იბრძვის. ამიტომ გუნდის გასაძლიერებლად
ლიგა 1-დან ფლავიენ ტაიტი (ანჟერი) ან კვონ ჩანგ-ჰუნი (დიჟონი) უნდა განვიხილოთ. რადგან კლუბის მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა, ფეხბურთის იმედის - გიორგი ჩაკვეტაძის განხილვაც შეიძლება, რომელიც "გენტის" ფეხბურთელია და უეფამ 21 წლამდე საუკეთესო 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა" - ვკითხულობთ France Footall-ზე.

altჩაკვეტაძე ბელგიის წლის სიმბოლურში ყველაზე მაღალი პროცენტით მოხვდა

altჩაკვეტაძე, დე ლიხტი - tuttomercato ტალანტებზე, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში არიან

ასევე დაგაინტერესებთ