"ჯანოს "ათიანის" პოზიციაზე ვათამაშებთ, ტრავმების კი არ გვეშინია" - შიკუნოვი ანანიძეზე

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა "ჩემპიონატთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი უკვე "კრილიას" წევრია და მხოლოდ ფორმალური დეტალები დარჩა მოსაგვარებელი.

- პორტალი transfermarkt ჯანოსა და სამედოვის ტრანსფერებს შემდგარ ფაქტად იუწყება. მოვლენებს დაასწრეს?
- ორივე უკვე "კრილიას" ფეხბურთელია, მათ გადასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურადაა. ტექნიკური საკითხები დარჩა ქაღალდებთან დაკავშირებით. 13 იანვარს ისინი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, თუმცა ჯანომ ეს "სპარტაკში" უკვე მოასწრო. ამიტომ 14 იანვარს შეკრებაზე დუბაიში გაემგზავრებიან.

- ბოჟოვიჩი ("კრილია სოვეტოვის" მთ. მწვრთნელი - რედ.) კონკრეტულ
ფეხბურთელებს ითხოვდა?

- მან პოზიციურად და კონკრეტული ფეხბურთელები ისურვა. ჯანოსთან და ტიმოფეევთან სიტუაციას ორი თვეა ვაკვირდებით. ველოდებოდით, რა იქნებოდა "სპარტაკში": ვინ წავიდოდა, ვინ დარჩებოდა. ყველაფერს ვაკონტროლებდით და მოლაპარაკებას ვაწარმოებდით.

- "სპარტაკმა" უპრობლემოდ გამოუშვა ანანიძე და ტიმოფეევი?
- საერთოდ კითხვა არ გაჩენილა. ველოდით, როდის გამოაცხადებდა კონოვი, ვინ დარჩებოდა.

- ორი სპარტაკელის ხელფასის რა ნაწილს გადაიხდის "კრილია სოვეტოვი"?
- ეს შიდა სამზარეულოა. ბუნებრივია, მთლიანად ხელფასს ვერ გავწვდებით. ჩვენ არ ვაჭარბებთ იმ ციფრებს, რომლითაც ვმუშაობთ.

- იქნებ კიდევ რომელიმე ექსსპარტაკელის გადაბირებით ხართ დაინტერესებული?
- არა, თუ ჯანო "სპარტაკში" დარჩებოდა, მაშინ ალბათ პოპოვს დაველაპარაკებოდით. ჭკუაში გვქონდა, მაგრამ ჯანოსთან მიოდრაგი და ასევე ჩვენ კომფორტულად ვართ. ერთად "როსტოვში" ვიმუშავეთ და ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები ავაწყვეთ. ის სიამოვნებით წავიდა ბოჟოვიჩთან. მართალია, "ვიტესის" ვარიანტი გაჩნდა, მაგრამ იქ არ გამოვიდა.

- ანანიძის ტრავმიანობა არ გაწუხებთ?
- ამაზე საუბარი არ გვინდა. ყველაფერი ვიცით, მაგრამ "როსტოვში" მან მთელი სეზონი ითამაშა. ალბათ, ეს უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად "სპარტაკში". ის გამოჯანმრთელდა, ნორმალურ ფორმაში იმყოფება და თამაშის დიდი სურვილი აქვს. გვსურს, მას სათამაშო პრაქტიკა მივცეთ და ის ჩვენ დაგვეხმარება. ის მაღალი დონის ფეხბურთელია. მას ტრავმებში არ უმართლებს, მაგრამ არა უშავს. ჰოლანდიის ჩემპიონატში მომზადების გარეშე მოუწევდა თამაში და შეიძლება ტრავმა მიეღო, ჩვენთან კი ორი თვე აქვს, რომ ფორმა აღიდგინოს. მან მითხრა, რომ ბოჟოვიჩთან მუშაობა მისთვის კომფორტულია.

- ექნება თუ არა ზინკოვსკის სათამაშო დრო, როცა გუნდში ჯანოა?
- მათ სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშებთ. ჯანო "ათიანი" იქნება, ზინკოვსკი კი - მარცხნივ. ამიტომ მათი ხილვა წყვილში იქნება შესაძლებელი.

altალექსანდრ მოსტოვოი: ჯანო ანანიძე ბევრს უკვე აღარც ახსოვს

altარ დაკარგო და არ მოიტეხო - რამდენი ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში?

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ადამიანი ისე უყურებს ჯანოს თითქოს მესი მიეყვანოს კრილიაში. ძალიან სასიამოვნოა ასეთი დამოკიდებულება! ახლა ყველაფერი ჯანოზეა დამოკიდებული!
aburjga
17:15 10-01-2019
1
tu formis agdgenashi daexmarebian ratomaa cudi varianti viteszze?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული