"ვიტესში" გადასვლა მსურდა, მაგრამ არ გამოვიდა, მივდივარ "კრილიაში" - ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "კრილია სოვეტოვში" ითამაშებს - ამის შესახებ "სპარტაკის" ვებგვერდი იუწყება.

ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ მისით პირადად "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ინტერესდებოდა, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.

"არ დამიმალავს, რომ ბედის ცდა ევროპაში მსურდა. პირადად ლეონიდ სლუცკი მიწვევდა და ეს ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. სამწუხაროდ, დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა. მადლობა "სპარტაკს", რომელმაც არჩევანის საშუალება მომცა. "კრილიამ" შეთავაზება "ვიტესზე" ადრე გააკეთა, მაგრამ ჰოლანდიაში წასვლა მსურდა და "სპარტაკს" დროის მოცემა ვთხოვე.

ახლა "ვიტესის" ვარიანტი გამოირიცხა და "კრილია სოვეტოვში" მივდივარ. სხვა რუსული ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ მიოდრაგ ბოზოვიჩმა ("კრილიას" თავკაცი) პირადად დამირეკა და შევპირდი, რომ თუ უცხოური კლუბის ვარიანტი არ გამოვიდოდა, მასთან წავიდოდი. მან ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის, ჩვენ ერთად "როსტოვში" ვმუშაობდით. 5 წუთით თამაში არ მინდა, მსურს მოედანზე რეგულარულად გავიდე. მხოლოდ ასე შემიძლია გავხდე უფრო ძლიერი, დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები და დავბრუნდე "სპარტაკში" - განაცხადა ჯანო ანანიძემ.

alt"ჯანოს "ათიანის" პოზიციაზე ვათამაშებთ, ტრავმების კი არ გვეშინია" - შიკუნოვი ანანიძეზე

altარ დაკარგო და არ მოიტეხო - რამდენი ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას უეჭველი ენის შესწავლის პრობლემა აქვს, თორემ რანაირად უნდა გინდოდეს, მომავალზე რომ ფიქრობს ისეთ კაცს, ისევ რუსეთი?!
10 იანვარი 2019 21:59
6
რა სპარტაკში დაბრუნდე ...მერამდენედ უნდა გაიარო ერთიდაიგივე...არ დაბრუნდე სპარტაკში არასდროს
ოთო
10 იანვარი 2019 18:47
0
ესეთი უთავმოყვარეო დადის მეორე?)))) :D:D:D:D:D
ddddd
10 იანვარი 2019 18:28
6
ეჰჰ ჯანო ჯანო არ იხედები შენ სპარტაკის იქეთ, რამ შეგაყვარა მაინც ეს გუნდი რომ დაქორწინდი მასზე? კარგი რა რა სპარტაკი ხუმროობ?
gg
10 იანვარი 2019 18:11
1
სპარტაკში დავბრუნდეო?
ჩაი
10 იანვარი 2019 17:56
1
ჯანომ რომ თქვას არიქა ცხენი მყავს შემზადებული და ევროპაში მივდივარო ფეხებს მოამტვრევენ რუსები ისევ რაღაცას გაუჩალიჩებენ. ამიტომ გაქცევა თუ იქნება იქნება მოულოდნელად, მოულოდნელად უნდა გააკეთოს. ერთმა ბევრის მნახველმა კაცმა ასე თქვა არ მჯეროდაო მაგრამ საკუთარი თვალით დავრწმუნდიო რომ რუსები ფულსაც იხდიან ქართველის გაფუჭებაშიო. ვინც არ იცით თავის დროზე ჯანოს “გასარუსებლად” მოლაპარაკებებში თვით როგოზინი ფიგურირებდა, რაც იმას ნიშნავს რომ პუტინიც საქმის ყურში იქნებოდა.
Expert.
11 იანვარი 2019 06:17
0
სპატრაკში რაღა გინდა, ჯანო?! როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მიაშურე ვიტესს და შემდეგ -- რომელიმე უძლიერეს ლიგაში. ასე არ ჯობია?!
N
10 იანვარი 2019 17:48
0
ჯანო წარმატებები მაგრამ, სპარტაკს და რუსეთს აღარ გაეკარო, როგორცკი მორჩება სეზონი ევროპაში წადი ეგრევე!
ბათუმი
10 იანვარი 2019 17:24
0
კიდე სპარტაკში დაბრუნებაზე ოცნებობს ეს ((((((((
Kartveli
10 იანვარი 2019 17:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული