ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"საბურთალოს" თავდამსხმელი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს

AutoSharing Option
azerifootball-ის ცნობით, აზერბაიჯანის "გაბალა" "საბურთალოს" ყოფილი თავდამსხმელის დავით ვოლკოვის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა თანხმობა განაცხადა და ტრანსფერი შეიძლება ამ კვირაში გაიჩარხოს.

23 წლის ვოლკოვმა გასულ სეზონში "საბურთალოს" შემადგენლობაში 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ის ადრე "გაგრაში", სერბეთის "ზემუნში", თბილისის "დინამოსა" და "ჩიხურაში" თამაშობდა.

"გაბალა" 14 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.