საქართველოს ნაკრებისა და პოლონური "პოგონის" მცველის ლაშა დვალით გადაბირებით უნგრული "ფერენცვაროშია" დაინტერესებული.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა csakfoci.hu ჟურნალისტ მაეი კალიშუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელის ფასი გერმანულ სააგენტო transfermarkt-ზე 500 ათასი ევროა.
რაც შეეხება "ფერენცვაროშს" ის 18 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპინატის 39 ქულით ლიდერობს და უახლოესს მდევარ "მოლ ვიდს" 5 ქულით უსწრებს.
ლაშა დვალმა 2018/19 წლების სეზონში "პოგონის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.