"ლუცერნიდან" იჯარით "გურნიკში" გადასულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ. ერთი სული მაქვს ბიჭებს როდის გავიცნობ და ვარჯიშს დავიწყებ. ერთს გპირდებით - გუნდისთვის თავს არ დავზოგავ. 100%-ით დავიხარჯები.
ეს დიდი გუნდია. მე ვნახე "გურნიკის" თამაშები. ზაბჟეს სტადიონზე თამაში მინდა. კლუბიის ისტორიაც ვიცი. პოლონეთის 14-გზის ჩემპიონია. ეს პოლონეთის რეკორდია".
გვილია კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გუნდთან ერთად შეკრებაზე კვიპროსში გაემგზავრა და დღეს ივარჯიშა კიდეც.