ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო გვილია "გურნიკის" გულშემატკივრებს თავგანწირულ თამაშს პირდება

AutoSharing Option
"ლუცერნიდან" იჯარით "გურნიკში" გადასულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ. ერთი სული მაქვს ბიჭებს როდის გავიცნობ და ვარჯიშს დავიწყებ. ერთს გპირდებით -  გუნდისთვის თავს არ დავზოგავ. 100%-ით დავიხარჯები.

ეს დიდი გუნდია. მე ვნახე "გურნიკის" თამაშები. ზაბჟეს სტადიონზე თამაში მინდა. კლუბიის ისტორიაც ვიცი. პოლონეთის 14-გზის ჩემპიონია. ეს პოლონეთის რეკორდია".

გვილია კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გუნდთან ერთად შეკრებაზე კვიპროსში გაემგზავრა და დღეს ივარჯიშა კიდეც.