ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დღეს ჯანო მედშემოწმებას გაივლის და "კრილია სოვეტოვთან" ერთად საამიროებში გაემგზავრება

AutoSharing Option
დღეს ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვში "კრილია სოვეტოვთან" ერთად მედშემოწმებას გაივლის.

ამის შემდეგ გუნდი შეკრების გასავლელად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება, სადაც 27 იანვრამდე გაჩერდება. უკვე დაგეგმილია ორი საკონტროლო შეხვედრა - 22 იანვარს სლოვაკეთის "ზილინასთან" და 26 იანვარს "რიგასთან".

ის "სპარტაკმა" სამარულ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ახალ გუნდში მასთან ერთად გადავიდნენ "სპარტაკის" ნახევარმცველები ალეკსანდრ სამედოვი და ანდრეი ტიმოფეევი.

ჯანო ამბობს, რომ მისი მიზანი კარგად თამაში და "სპარტაკში" დაბრუნებაა.

ასევე დაგაინტერესებთ