გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია საუკეთესო 10 კავკასიელ მოთამაშეს შორის დასახელდნენ

AutoSharing Option
გამოცემა kavkaz-uzel.eu-მ 2018 წლის საუკეთესო 10 კავკასიელი მოთამაშე გამოარჩია, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე - გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია მოხვდნენ.

"გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ დიდი იმედები არსებობს და თუ ის არ გაჩერდება, ქართული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი გახდება.

საბა კვირკველია კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მან სისწრაფე დაკარგა და უფრო ხშირად ცდება, თუმცა მასთან ერთი-ერთზე თამაში ურთულესია. ის კარგი მცველია" - წერს გამოცემა ქართველებზე.

საუკეთესო კავკასიელად კი ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დასახელდა. ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ჰენრიხ მხითარიანი
(არსენალი)
2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)
3. მაჰომედ-შაპი სულეიმანოვი (კრასნოდარი)
4. ალან ძაგოევი (ცსკა)
5. აიაზ გულიევი (როსტოვი)
6. საბა კვირკველია (ლოკომოტივი)
7. ანდრეი სემენოვი (ახმატი)
8. რუსლან კამბოლოვი (რუბინი)
9. ოლეგ ივანოვი (ახმატი)
10. ანტონ შვეცი (ახმატი).

altჩაკვეტაძე ბელგიის წლის სიმბოლურში ყველაზე მაღალი პროცენტით მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ტიპმა დორტმუნდში არსენალში და მანჩესტერში ითამაშა და კიდევ არააო ვარსკვლავი? ნეტავ ჩაკვეტაძე მოხვდება ასეთ გუნდში?
გოგი
22:37 14-01-2019
6
არსენალის სკამის ფეხბურთელები როდის მერე გახდნენ ვარსკვლავები მიხათარიანო ვარსკვლავი არაა კარგი ფეხბურთელია. ხო კიდე გიბრალტარმა პირველი ოფიციალური თამაში ვის მოუგო:) და საქართველომ სარეკორდო ანგარიშით ვის მოუგო ისტორიაში?:)
გოგა
21:21 14-01-2019
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული