გვილია გუნდთან ერთად კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება, სადაც "გურნიკმა" საკონტროლო მატჩი კვიპროსის მეორე დივიზიონის გუნდ "ანაგენისი დერინეასთან" გამართა და ანგარიშით 8:0 გაანადგურა.
30-ე წუთზე გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა - მისი დარტყმული ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მაინც შეძლო კარის აღება.
შეგახსენებთ, რომ გვილია "გურნიკში" იჯარის წესით "ლუცერნიდან" გადავიდა.
ვაკო გვილია "გურნიკის" გულშემატკივრებს თავგანწირულ თამაშს პირდება