ოფიციალურად: გიორგი ჭანტურიამ "ურალი" დატოვა

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალმა" საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია დატოვებს.

"ნახევარმცველთან კონტრაქტი გაწყვეტილია.

ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ჩვენს გუნდს ტოვებს. ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ჭანტურია "ურალში" 2.5 წლის წინ ჩაირიცხა და საერთო ჯამში, რუსეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, უფრო მეტის გაკეთების საშუალება მას ორმა მძიმე ტრავმამ არ მისცა. მადლობას ვუხდით გიორგის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამომავლოდ წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ", - წერია კლუბის საიტზე.

სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.

alt

ural.kp.ru: "ეკატერინბურგელი მესის" "ურალიდან" წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს

alt"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა აიტეხეთ ეს ევროპა და ევროპა?! ჯერ ვის რად უნდა ესეთი მოთამაშეები ევროპაში!
1
უნდა მიხვდეს რომ ჯერკიდევ შეუძლია ნორმალურ დონეზე თამაში ნორმალურ ევროპულ გუნდში, მაგრამ ამისათვის საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი, თავდაუზოგავი ვარჯიში და დისციპლინა!
ბათუმი
17:46 18-01-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული