"შეიძლება ვინმემ თქვას, პოლონეთიდან ყაზახეთში სათამაშოდ რატომ უნდა წავიდესო, მაგრამ..."

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვისლას" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საინტერესოა, თუ გაქვთ კონკრეტული შეთავაზებები. მაგალითად, ვარაუდის დონეზე დაიწერა ყაზახური გუნდების ინტერესზე. სხვა საინტერესო ვარიანტებიც ხომ არ გაქვთ?
- არ დავმალავ, ყაზახეთიდანაც არის შეთავაზებები, თვითონ პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. ყაზახეთში ახალ წესს ამკვიდრებენ, რომელიც იმ ლეგიონერებს შეეხებათ, 30 წელს ზემოთ რომ არიან. ამიტომ დროებით გაჩერებულია ამ მხრივ ყველაფერი. ვნახოთ, უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს, შემოიღებენ თუ არა ამ წესს.

- "ქაისარზე" დაიწერა...

- "ქაისარი"? კი ბატონო, ვადასტურებ, რომ ერთ-ერთი მსურველი ეს გუნდიცაა. საუბარია სხვა ყაზახურ კლუბებზე. შეიძლება ვინმემ თქვას, პოლონეთის ჩემპიონატიდან ყაზახეთში სათამაშოდ რატომ უნდა წავიდესო, მაგრამ... ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო პირველ პლანზე. არასოდეს წავსულვარ ისეთ კლუბში, სადაც მხოლოდ ფული იყო და მეტი არაფერი. აღარ ვარ პატარა ბიჭი, გასათვალისწინებელია ჩემი ასაკი, ოჯახი... ალბათ, როცა იქნება მეტი კონკრეტიკა, სწორედ ოჯახთან ერთად განვიხილავ ყველაფერს.

ინტერვიუს სრული ნახვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ
მკითხველის კომენტარები / 3 /
დადუ რუსეთი და უკრაინა ყაზახეთთან ძალიან წინ არის პარალელს ნუ ავლებ!
იაგო
00:03 20-01-2019
0
გიორგი ტოპ მოთამაშეა, არ წახვიდე გიო ყაზახეთში არააააააააა!!!!
იაგო
00:01 20-01-2019
0

სიახლეები პოპულარული