გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს - გიორგი ქვილითაია განაცხადშია

AutoSharing Option
დღეს ბელგიის ჩემპიონატი განახლდა, ხვალ კი ქართველების "გენტი" "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

მწვრთნელმა იეს ტირუპმა ჩათვალა, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მუხლის ტრავმის შემდეგ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

სამაგიეროდ განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მას ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის მოუწევს ბრძოლა. ქვილითაიას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა ალეკსანდრ სიორლოტის სახით, რომელიც ტორუპის მოთხოვნით "კრისტალ პალასიდან" იჯარით გადაიყვანეს. ის "მიდტიულანდში" მისი შეგირდი იყო.

24 იანვარს "გენტი" თასზე საკუთარ მოედანზე "ოსტენდეს" შეხვდება და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგება და თამაშს შეძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს - გიორგი ქვილითაია განაცხადშია" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ქვილითაიას "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება
მკითხველის კომენტარები / 5 /
მორჩა აქ ყველაფერი! რა ბარსელონა რის დორტმუნდი. გენტზე მაღალი დონის კლუბში არ ითამაშებს
ფფ
12:53 20-01-2019
5
თუ მოინდომებს ითამაშებს დიდ ფეხბურთს ძალიან ნიჭიერი და პერპეკტიული ბიჭია,მაგრამ ძალიან დიდი ყურადღებაა მისაქცევი ფეხბურთის ფედერაციიდან იმ ფაქტზე რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ოდნავ მაღალ დონეს მიაღწევს თუ არა ძალიან დიდი პროცენტულობით ტრავმებისთვის არის განწირული,ანუ აღზრდის პროცესშია პრობლემა რაღაცას ისე ვერ აკეთებენ ფიზ მომზადების მწვრთნელები როგორც საჭიროა
ვახო011
17:34 20-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული