დღეს ბელგიის ჩემპიონატი განახლდა, ხვალ კი ქართველების "გენტი" "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.
მწვრთნელმა იეს ტირუპმა ჩათვალა, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მუხლის ტრავმის შემდეგ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
სამაგიეროდ განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მას ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის მოუწევს ბრძოლა. ქვილითაიას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა ალეკსანდრ სიორლოტის სახით, რომელიც ტორუპის მოთხოვნით "კრისტალ პალასიდან" იჯარით გადაიყვანეს. ის "მიდტიულანდში" მისი შეგირდი იყო.
24 იანვარს "გენტი" თასზე საკუთარ მოედანზე "ოსტენდეს" შეხვდება და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგება და თამაშს შეძლებს.
გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს - გიორგი ქვილითაია განაცხადშია" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ქვილითაიას "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება