გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს - გიორგი ქვილითაია განაცხადშია

AutoSharing Option
დღეს ბელგიის ჩემპიონატი განახლდა, ხვალ კი ქართველების "გენტი" "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

მწვრთნელმა იეს ტირუპმა ჩათვალა, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მუხლის ტრავმის შემდეგ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

სამაგიეროდ განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მას ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის მოუწევს ბრძოლა. ქვილითაიას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა ალეკსანდრ სიორლოტის სახით, რომელიც ტორუპის მოთხოვნით "კრისტალ პალასიდან" იჯარით გადაიყვანეს. ის "მიდტიულანდში" მისი შეგირდი იყო.

24 იანვარს "გენტი" თასზე საკუთარ მოედანზე "ოსტენდეს" შეხვდება და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგება და თამაშს შეძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს - გიორგი ქვილითაია განაცხადშია" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ქვილითაიას "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეე რა ტრავმები რა.
ყველაზე ჯანმრთელი შემტევი ჩვენს ნაკრებში დვალიშვილი გამოდის.
არასოდეს ქონია ეგ პრობლემა DDD
0
თუ ტრამვებმა არ შეუშალეს ხელი , ითამაშებს ეჭვიც არავის შეეპაროს, მასეთი ხედვა მინდვრის იშვიათია. სწორად იქცევა გენტის ხელმძღვანელობა. კლუბი გიორგიში მილიონების შოვნას აპირებს და , სანამ 100 პროცენტით არ იქნება მზად, ანუ ჯანზე, არ ათამაშებს. ვინ დაკარგავს დიდ ფულს, არავინ. ძალიანაც კარგი რომ უფრთხილდებიან. გიოს ყველაფერი წინააქვს და სიჩქარით კი ყველაფერს წყალში ჩაყრის. წარმატებები ბიჭებს.
ვასო
23:17 20-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული