გიორგი ივანიშვილი პოლონეთში სინჯებზე - ქართველმა გოლით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ბოლოადგილოსან "სოსნოვიეცში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილი ისინჯება.

თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევის ტრანსფერი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

გიორგი ივანიშვილმა ზაპრესიჩის "ინტერთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც "სოსნოვიეცმა" 4:2 მოიგო, ბოლო გოლი კი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

ივანიშვილმა წინა სეზონში "დინამოში" 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "სოსნოვიეცის" ფეხბურთელი ამ ზამთარში გიორგი გაბედავა გახდა, რომელიც საჩხერის "ჩიხურაში" ასპარეზობდა და ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა. გაბედავამ აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა.

altოფიციალურად: გიორგი გაბედავა "ზაგლებიეს"

ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო არ გაგდოთ ეგ გუნდი გაიტანეთ ბევრი გოლები
გოგა
21 იანვარი 2019 13:03
0

სიახლეები პოპულარული