"ლოკომოტივმა" კატარში "ზენიტი" დაამარცხა - საბა კვირკველიამ პეტერბურგელ თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა

AutoSharing Option
კატარის საერთაშორისო ტურნირზე საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" 3:1 დაამარცხა "ზენიტი".

"ლოკოს" ქართველი მცველი საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქე გუნდის ფორვარდებს გასაქანი არ მისცა. პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი მწვრთნელმა იური სიომინმა მთელი გუნდი შეცვალა.

25 იანვარს, ტურნირის მე-2 ტურში "ლოკომოტივი" "როსტოვს" შეხვდება.

"ლოკომოტივი" 17 ტურის შემდეგ 28 ქულით ჩემპიონატზე მე-5 ადგილზეა. რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და კვირკველიას გუნდი "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაიცავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული