გიორგი ჩაკვეტაძე თასის ნახევარფინალსაც გამოტოვებს

AutoSharing Option
24 იანვარს, "გენტი" ბელგიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ოსტენდეს" შეხვდება და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

მან მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადში არ შეიყვანა.

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელიც ჩემპიონატზე "ანდერლეხტთან" შეხვედრაში სათადარიგო იყო. მას ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

"ოსტენდესა" და "გენტის" განმეორებითი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც პატარა პერსპექტიული
გამოგვიჩნდა, ყველა საეჭვოდ
ჩაიძირა.
რა ხდება???
თენგიზი
11:56 24-01-2019
0
არ მინდა დავიჯერო.ნუთუ ამასაც ეწყება ქრონიკული ტრავმიანობა?
სოსო
10:43 24-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული