გიორგი ჩაკვეტაძე თასის ნახევარფინალსაც გამოტოვებს

AutoSharing Option
24 იანვარს, "გენტი" ბელგიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ოსტენდეს" შეხვდება და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

მან მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადში არ შეიყვანა.

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელიც ჩემპიონატზე "ანდერლეხტთან" შეხვედრაში სათადარიგო იყო. მას ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

"ოსტენდესა" და "გენტის" განმეორებითი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი შეხედვით უწყინარი ტრავმის გამო 2 თვე გამოტოვა თითქმის :(
Tbiliseli
19:46 23-01-2019
0
ნეტა მალე ითამაშოს
ტოტტი
20:12 23-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული