Sport.ua: დავით ხოჭოლავას ძირითადის წევრად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია

AutoSharing Option
უკრაინული გამოცემა Sport.ua-მ დონეცკის "შახტარის" მცველების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ასევე გუნდის ქართველ ფეხბურთელს დავით ხოჭოლავასაც შეეხო.

სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა - "შახტარი": იდეალური მცველის ძიებაში.

გამოცემა გუნდში წარსულში მყოფ და ამჟამინდელ მცველებს აფასებს და ხოჭოლავაზეც წერს:

"გასულ სეზონში დონეცკელთა ბანაკში დავით ხოჭოლავა გამოჩნდა. ქართველმა მცველმა "შახტართან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხოჭოლავა ფონსეკას გუნდში "ჩერნომორეციდან" გადავიდა. კუჩერისა და ორდეცის ტრავმის გამო, ხოჭოლავას საკმარისი შანსები და სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ძირითადის სრულფასოვან ფეხბურთელად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია", - წერია საიტზე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენი ბიჭები საერთოდ უნდა მოშორდნენ რუსეთს და უკრაინას ამას ვიძახი სულ. მანდ ვერ მოუმატა ვერცერთმა პირიქით გაფუჭდა უმეტესობა
გოგა
15:39 26-01-2019
1
შახტარი არის ანტიქართული კლუბი!!! არცერთი ფეხბურთელი არ მახსენდება ქართველი რომელსაც შანსი მისცეს ამ კლუბში...არც არაბიძე,არც თარგამაძე თავის დროზე არც ოქრიაშვილი და ახლა ხოჭოლავას გაუხურეს.ჯერ კიდევ შანსი გაქვს მოწყდე იმ სანაგვეს და სადმე ნორმალურ კლუბში გადახვიდე.შენს წინამორბედ ქართველებს ზუსტად ამ კლუბმა დაუნგრია კარიერა...
აბგდ
13:22 26-01-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული