Sport.ua: დავით ხოჭოლავას ძირითადის წევრად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია

AutoSharing Option
უკრაინული გამოცემა Sport.ua-მ დონეცკის "შახტარის" მცველების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ასევე გუნდის ქართველ ფეხბურთელს დავით ხოჭოლავასაც შეეხო.

სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა - "შახტარი": იდეალური მცველის ძიებაში.

გამოცემა გუნდში წარსულში მყოფ და ამჟამინდელ მცველებს აფასებს და ხოჭოლავაზეც წერს:

"გასულ სეზონში დონეცკელთა ბანაკში დავით ხოჭოლავა გამოჩნდა. ქართველმა მცველმა "შახტართან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხოჭოლავა ფონსეკას გუნდში "ჩერნომორეციდან" გადავიდა. კუჩერისა და ორდეცის ტრავმის გამო, ხოჭოლავას საკმარისი შანსები და სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ძირითადის სრულფასოვან ფეხბურთელად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია", - წერია საიტზე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მოკლედ, თუ ფეხბურთის თამაში უნდა, პირველივე ნორმალური წინადადების მიღებისთანავე ხოჭოლავა უნდა მოსცილდეს შახტარს და ხახოლებს საერთოდ! იმედია ამ წინადადებას რუსები არ გაუკეთებენ?! ))
aburjga
27 იანვარი 2019 19:03
0
კაი რა თარგამაძეზე ან კობახიძეზე უკეთესები რით იყვნენ მაშინდელი შახტარის პოზიციური კონკურენტები . თარგამაძეს გამწარებული ყავდა კიევის დინამო და შახტარი ისეთი სეზონი ქონდა თავზე დაახია ყველას ბურთი მარტო იგებდა თამაშებს და ტიპი მოსპეს ორჯერ დაამტვრევინეს ნაღდი ვიცი რო შახტარის მფლობელებს იგივე პოლიტიკა აქვთ რაც რუსულ გრანდებს
გიოსვანი
26 იანვარი 2019 18:06
0
კომენტარებში წავიკითხე თითქოს ქართველებს შანს არ აძლევენ შახტარში, მაშინ რატომ გაუფორმეს 5წლიანი კონტრაქი დარწმუნებული ვარ კარგი ანაზღაურებაც ექნება, ჩერნომორეცში ბევრად თავდაჯერებული იყო, შახტარში ხშირად უშვებს ელემენტარულ შეცდომებს, მაგრამ მგონია რომ ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს, აი ნაკრებში რატომ არ ენდობა ვაისი ეგაა საქმე, თუ გადავხედავთ ქართველ ლეგიონერებს ხოჭოლავა ყველაზე ძლიერ გუნდში თამაშობს და სათამაშო პრაქტიკაც აქვს, წარმატებები დავითს
gio
26 იანვარი 2019 17:38
5
ახლა ხოჭოლავას თავში რა აზრები უტრიალებს მაგაზე მე ვერ ვილაპარაკებ.უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი რაც ფაქტებიდან გამომდინარეობს შეუძლებელია ამდენი ფეხბურთელი აიყვანო ქართველი და ვერცერთმა გაამართლოს ეს ხომ უცნაური დამთხვევაა?არაბიძეს თუ ეძლეოდა შანსი თავიდან თასის თამაშებში და თავიც გამოიჩინა რამოდენიმეჯერ კარგი თამაშით მერე რა მოხდა ასეთი რომ რეგრესი დაეწყო?უბრალოდ მანდ ჯგუფია "ავტორიტეტული" (სლავურ კლუბებში ხშირიამ სგავსი შემთხვევები განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინაში) რომლებიც აბულინგებენ ახალმოსულებს და ხდება ერთი ამბავი მსგავს თემაზე ზენიტში სინჯებზე ყოფნის დროს ყენიამ ისაუბრა რომელსაც მოუვიდა მსგავს ჯგუფთან დაპირისპირება! აი კიევის დინამოც მსგავს გზას ადგას!ბოლო დროს ხშირია ქართველ პერპექტიულ ფეხბურთელებზე ზეწოლა თუ მოქალაქეობას არ მიიღებენ უშვებენ (ანანიძე თუნდაც და შეიძლება წიტაიშვილსაც იგივე დაემართოს ) ვაჩიბერიძე გავიხსენოთ კაცი დუბლების ლიდერი იყო ახალგაზრდული ჩემპიონთალ იგის ფინალი ითამაშა და ძირითადს არც მიასუნინეს ისე მონასავით გაყიდეს ესპანეთში და სად არის თვითონაც არ იცის.აქ არის მეორე შემთხვევაც უბრალოდ კლუბის პოლიტიკაა ასეთი...ყიდულობენ ახალ "გაბრწყინებულ" ფეხბურთელებს უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ იმიტომ,რომ უშუალო კონკურენტებს "აახიონ" შემდეგ ეს ფეხბურთელის მსგავს კარგ გუნდში დიდი სიამოვნებით გადადის მაგრამ ბრახხ და უცებ აღმოჩნდა რომ მაგ პოზიციაზე უამრავი ლეგიონერი მოჰყავთ და მაგარი კიდიათ მერე ეს რას იზამს უბრალოდ ხომ იყიდეს და ხომ აახიეს სხვებს ჰოდა იგივე ემართება ახლა ხოჭოლავასაც და ეგ ძალიან ცუდიააა!აბა კაცი უკრაინის სიმბოლურში ხშირად ხვდებოდა და რით ვერ მოაწონა პრო-რუს ახმეტოვს თავი?
აბგდ
26 იანვარი 2019 20:57
1
მოკლედ ეს შახტარი იგივე ზენიტი და სპარტაკია . მფლობელიც პრორუსული ოლიგარქია რომელსაც უბრალოდ არ აქვს არჩევანი და უკრაინაში უწევს მოღვაწეობა თორემ არ არის განწყობილი კარგად ქართველების მიმართ . სხვების არ ვიცი მაგრამ თარგამაძე თავის დროზე შახტარის ნაცვლად რომ ევროპაში თუნდაც მეორე ბუნხესლიგაში წასულიყო დღეს სხვა კარიერა ექნებოდა . არაბიძე თავის მტერია როგორც ჭანტურია არ უნდათ ცოტათი დაბალი ანუ საშუალო ლიგაში იშრომონ და მიაღწიონ ნორმალურ შედეგს აქედანვე ვარსკვლავი გონიათ თავი და ეს ღუპავთ.
გიოსვანი
26 იანვარი 2019 16:03
3
ჩვენი ბიჭები საერთოდ უნდა მოშორდნენ რუსეთს და უკრაინას ამას ვიძახი სულ. მანდ ვერ მოუმატა ვერცერთმა პირიქით გაფუჭდა უმეტესობა
გოგა
26 იანვარი 2019 15:39
1
ჯამარაული თამაშობდა მანდ და ძირითადის კაციბიყო
აბგდ-ს
26 იანვარი 2019 15:00
4
და ეგ საერთოდ მეორე დონეცკურ კლუბში თამაშობდა "მეტალურგში"
აბგდ
26 იანვარი 2019 20:58
0
როცა ჯამარაული მანდ თამაშობდა შახტარი ორღობის გუნდი იყო
აბგდ
26 იანვარი 2019 20:08
1
თავში არ უნდა აგივარდეს ვინცკი მოხვდა შახტარში თავი სუპერმენად წარმოიდგინა თორემ ვის უნდა ქართველის დაჩაგვრა საერთოდ არ აიყვანდნენ ნუ გელანდებათ ყველგან შეთქმულება მოკლებული რომ აქვს სახეზეა ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს..
კახა
26 იანვარი 2019 14:56
1
კიდევ ერთხელ დავწერ!!! ეს საიტი ცდილობს ხოჭოლავას დაკნინებას, ეს არ არი პირველი შემთხვევა
Esteban Granero
26 იანვარი 2019 14:40
1
შახტარი არის ანტიქართული კლუბი!!! არცერთი ფეხბურთელი არ მახსენდება ქართველი რომელსაც შანსი მისცეს ამ კლუბში...არც არაბიძე,არც თარგამაძე თავის დროზე არც ოქრიაშვილი და ახლა ხოჭოლავას გაუხურეს.ჯერ კიდევ შანსი გაქვს მოწყდე იმ სანაგვეს და სადმე ნორმალურ კლუბში გადახვიდე.შენს წინამორბედ ქართველებს ზუსტად ამ კლუბმა დაუნგრია კარიერა...
აბგდ
26 იანვარი 2019 13:22
6
ნამდვილად სანაგვეა!
aburjga
26 იანვარი 2019 19:55
1
ფოცხვერია გამოგრჩა, ყველა ზემოთჩამოთვლის სჯობდა და რა უქნეს მაგ დონეცკელმა ღორებმა, მაგის მერე ქართველი როგორ უნდა გაკარებოდა შახტარს.
Kkk
26 იანვარი 2019 15:58
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული