ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია "კორტრიკთან" მატჩის განაცხადშიც აღარ შეიყვანეს...

AutoSharing Option
27 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტი" გასვლაზე "კორტრიკს" შეხვდება და სტუმართა გუნდმა განაცხადი გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა ის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. რაც შეეხება ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს, განაცხადშია.

24 იანვარს, თასზე "ოსტენდესთან" შეხვედრაში (2:2) ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს.

შეგახსენებთ, ტორუპმა გუნდში თავისი ყოფილი შეგირდი, ალეკსანდერ სიორლოტი გადაიყვანა, უკვე სამი ტარანული ტიპის ცენტრფორვარდი ჰყავს და ქვილითაიას შესაძლოა პრობლემა შეექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ