ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მელქაძე: მოსკოვში დავიბადე, გავიზარდე... თავს რუს ქართველად ვგრძნობ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 21 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ championat.com-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა.

- თქვენ ქართული წარმომავლობა გაქვთ. საქართველოში იყავით?
- დიახ, რა თქმა უნდა. იქ ბევრი ნათესავი მყავს. უბრალოდ, მამა და დედა, ალბათ, 20 წლის წინ მოსკოვში გადავიდნენ. მათ ჩემსავით რუსული მოქალაქეობა აქვთ.

- ასაკობრივ ნაკრებში თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა რავილ შეიდაევმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა აიღო. არ გაგკვირვებიათ მისი არჩევანი?

- არა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ასე ნამდვილად არ მოვიქცევი. დავიბადე მოსკოვში, აქ გავიზარდე და ვისწავლე ფეხბურთის თამაში. თავს რუს ქართველად ვგრძნობ.
მით უმეტეს, სისულელეა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა ჩვენი ლიმიტის ფარგლებში.

გიორგი მელქაძეს გუნდში გონსალო იგუაინს ადარებენ, რომელიც ახლახან ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.

- ნახავდით თქვენსა და იგუაინს შორის მსგავსებას?
- რა თქმა უნდა. მარტო ჯიქია არ მადარებს, სხვებიც ამბობენ. ალბათ, მართლა ვგავარ ცოტა. სახალისოა, მაგრამ მნიშვნელობას ამას არ ვანიჭებ.

მელქაძემ შეკრებაზე 25 იანვარს "ზენიტთან" მატჩში გოლი გაიტანა და რამდენიმე სახიფათო შეტევაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე დაგაინტერესებთ