ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გენტმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმრად "ოსტენდეს" სძლია და ფინალში გავიდა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში განაცხადში "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა, რომელსაც დუბლებში ათამაშებს, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 38-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ მომენტისთვის "გენტი" 0:2-ს აგებდა, ტორუპმა გარისკა და ჩაკვეტაძე მოედანზე მცველ იგორ პლასტუნის ნაცვლად შეუშვა.
გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში, სამჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
ორივეჯერ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 84-ე წუთზე ფორვარდმა სიორლოტმა ჩაკვეტაძის პასით და კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა ბეზუსმა.
დამატებით დროში არაფერი არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "გენტმა" 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ ფეხით მოიგერია.
მწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში დააბრუნა, მაგრამ არც ის ათამაშა და არც ქვილითაია