"ახალი მესი", ლა ლიგა, ქართული ფეხბურთი - ინტერვიუ ოთარ კიტეიშვილთან

AutoSharing Option
ავსტრიულმა sturmnetz.at-მა "შტურმისა" და საქართველოს ნაკრების შემტევ ოთარ კიტეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ გამორჩეულ მომენტებს:

- სახლიდან შორს ასე დიდხანს პირველად ხარ. თავს როგორ გრძნობ?
- პირველი ორი თვე ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნაბიჯი ჩემი საფეხბურთო კარიერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი მეუღლეც ჩემთანაა.

- "შტურმი" ხშირად არ აფორმებს მოთამაშეებთან ოთხწლიან კონტრაქტს, ფეხბურთელში თანხის გადახდაც უჩვეულო რამაა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის იმის ცოდნა, რომ კლუბი შენზე შენდება და მომავალი ოთხი წელი შენი იმედი აქვს?
- ვფიქრობ, რომ ოთხწლიანი კონტრაქტი ფეხბურთში ნორმალურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მენდობიან.

- საქართველოში ავსტრიის ბუნდესლიგას უყურებენ?
- ნაწილობრივ, დიახ. ზოგიერთი გაზეთი ბუნდესლიგის ცხრილსაც აქვეყნებს, ინტერნეტში კი მეტი შესაძლებლობაა.

- რა არის ავსტრიული და ქართული ფეხბურთის მთავარი განსხვავება?
- ავსტრიული ბუნდესლიგა უფრო ინტენსიურია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. აქ ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა, განსაკუთრებით, ჩვენს გუნდში. ლიგაც ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ეს ყველამ იცის, მათ შორის, ქართველებმაც.

- რა განსხვავებაა გრაცელ და თბილისელ ფანებს შორის?
- ყველაზე ცუდი რამ საქართველოში ისაა, რომ ხალხი უბრალოდ არ დადის სტადიონზე, ტრიბუნები თითქმის არასდროსაა სავსე. თუმცა, ძალიან კარგი ფანები გვყავს. "შტურმში" კი არაჩვეულებრივები არიან! დიდი განსხვავებაა! აქ ფანები ყოველთვის იმპულსს გვაძლევენ და გვეხმარებიან! როცა აქაური ფანები პირველად "აიაქსის" წინააღმდეგ ვნახე, შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა.

- საშუალოდ რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა თქვენს მატჩებს თბილისში?
- გააჩნია. როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს, ტრიბუნები ყოველთვის სავსეა. ჩემპიონატის მატჩებს კი 1 000-დან 2 000-მდე ადამიანი ესწრება. საქართველოს ნაკრები ყოველთვის ავსებს სტადიონს, რომელიც ძალიან დიდია და 55 000 მაყურებელი ეტევა.

- როგორ ამჩნევ, როგორ აფასებენ გრაცში შენს თამაშს? ზოგიერთი უკვე გეძახის "ახალ მესის"...
- დიახ, ამას ხანდახან ვნახულობ Instagram-ზე. მესის ყველა იცნობს და ის შესანიშნავია, მაგრამ მე მესი არ ვარ და ეს ვიცი. თუმცა კარგი გრძნობაა, როდესაც ასეთ ფეხბურთელს გადარებენ.

- პეტერ ზულიმ კარგი გზა გაიარა. დიდი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა ასაკში "დინამოში" უკვე გქონდა. იმავეს აღებას გრაცშიც აპირებ?
- ჩემი აზრით, ზული გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო. ის წავიდა და ეს ჩვენთვის კარგი არ არის, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ყველა მოთამაშემ, ჩემი ჩათვლით, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ.

- გუშინ იაკობ იანჩსტერმა გვითხრა, რომ მისი აზრით, "შტურმში" ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ხარ, რომლის გამოც გულშემატკივარი სტადიონზე მოდის...
- მართლა ასე თქვა? ის ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ხშირად ხუმრობს. თუ ეს სერიოზულად თქვა, მადლობას ვეტყვი, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- გრაცში დარჩენას დიდხანს აპირებ თუ ამ კლუბს უკეთეს ლიგაში ტრამპლიდან აღიქვამ?
- ამაზე ახლა არ ვფიქრობ, "შტურმში" ჩემი პოტენციალის გამოსავლენად მოვედი, პირველ რიგში აქაური საქმე უნდა გავაკეთო და მომავალზე შემდეგ ვიფიქრებ. შესაძლოა, აქ დიდხანს დავრჩე ან სხვა ვარიანტები გამოჩნდეს.

- მსოფლიოს წამყვან ლიგაში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. შენი საოცნებო ადგილი სად არის?
- ლა ლიგა, ერთმნიშვნელოვნად.

- რატომ?
- "ბარსელონას" და ესპანური ფეხბურთის დიდი ფანი ვარ. გერმანული ბუნდესლიგაც შესანიშნავია.

- ვინ არის შენი მისაბაძი მაგალითი?
- ფეხბურთში ყოველთვის ლიონელ მესი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიღაცები მესის მეძახიან.

- მადლობა დროის დათმობისთვის, პატარა მესი!

altოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი დრიბლინგი "ლეხის" კარის აღებით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცარმატებები პტო.
diego
17:00 01-02-2019
0
ოთარი აქედან უკვე თავის თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ფეხბურთელი წავიდა და იქაც წარმატებით იმკვიდრებს თავს.ერთია,რომ დინამოზე დასწრების პასუხისას შემეცოდა,100-200 ნაცვლად, 1000-2000 მაყურებელი დაასახელა.შერცხვა ქართული ფეხბურთის გამო.დიდი იმედი მაქვს რომ ის და მისი თაობის კუდევ რამდენიმე მოთამაშე,ტოპ ლიგებშიც შეძლებს თავის დამკვიდრებას და გზას გაუკვალავენ უფრო ახალგაზრდებს.ახალი თაობა ხომ ისე დაშორებული აღარ არის ევროპული ცხოვრების წესისა და მენტალიტეტისაგან,როგორც 15-20 წლის წინ,ინგლისურსაც სწავლობენ და აღარც შრომას თაკილობენ.
სოსო
18:23 31-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული