"შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გუნდის თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებზე საუბრისას ცენტრალურ მცველებზეც გაამახვილა ყურადღება.
"დღეს თამაშისას ფეხი გადაუბრუნდა ბონდარენკოს, შევცვალე და ის შეკრების დასრულებამდე ვარჯიშს ვერ შესძლებს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ, 7-10 დღე გაუცდება. აგრეთვე ტრავმირებულია ორდეცი.
მართლა გვაქვს ცენტრალური მცველების პრობლემა. ამჟამად ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ხოჭოლავა, კრივცოვი და მატვიენკო არიან.
ვნახოთ, შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატება მომიწიოს".