"შახტარის" მწვრთნელი: ცენტრალური მცველების პრობლემა მაქვს

AutoSharing Option
"შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გუნდის თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებზე საუბრისას ცენტრალურ მცველებზეც გაამახვილა ყურადღება.

"დღეს თამაშისას ფეხი გადაუბრუნდა ბონდარენკოს, შევცვალე და ის შეკრების დასრულებამდე ვარჯიშს ვერ შესძლებს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ, 7-10 დღე გაუცდება. აგრეთვე ტრავმირებულია ორდეცი.

მართლა გვაქვს ცენტრალური მცველების პრობლემა. ამჟამად ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ხოჭოლავა, კრივცოვი და მატვიენკო არიან.

ვნახოთ, შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატება მომიწიოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინ კაცმა ორი თამაში ითამაშა, მადლობა ღმერთს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა,უკრაინელი ჟურნალისტები მოწყვეტილნი არიან რეალობას რუსთავი ორის სიტუაციაში არიან რა
irakli
01 თებერვალი 2019 16:04
1
ამ ბიჭს ერჩიან უკრაინელი ჟურნალისტები,სისულელეებს წერენ
გიგა
01 თებერვალი 2019 12:04
0
ხოდა კრივცოვი-ხოჭოლავას დუეტი ითამაშებს ხოლმე მეტი რა საშა-კოლა გინდა
შაკო
01 თებერვალი 2019 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული