"ძალიან ბედნიერი ვარ" - გიორგი მაკარიძე "სეტუბალის" მოთამაშე გახდა

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "ვიტორია სეტუბალში" გააგრძელებს - ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

28 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ვიტორიას" ხელმძღვანელობა მენდო და ჩემში პოტენციალი დაინახა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია პორტუგალიურ ფეხბურთში. აქ მოთამაშე ფეხბურთელების ძალა ვიცი, მათ წინააღმდეგ მითამაშია. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატს სასურველი შედეგით დავასრულებთ" - განაცხადა გიორგი მაკარიძემ.

გიორგი მაკარიძე სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", ფრანგული "ლე მანის", კვიპროსული "დოქსას" და პორტუგალიური "ფეირენსეს", "მორეიენსეს" და "რიო ავეს" ღირსებას
იცავდა.

28 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"სეტუბალი" პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მე-11 პოზიციას იკავებს.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

altმე-7 ქვეყანა! - ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა

altგიორგი მერებაშვილი ყაზახეთში არ გადავა - "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებას გისურვებ რაც მეტი ფეხბურთელი იქნება პორტუგალიის მსგავს ჩემპიონატში მით უკეთესი იმედია ძირითადის წევრი იქნები
912
01 თებერვალი 2019 14:19
0
Es diax normaluria!
Kika
01 თებერვალი 2019 14:05
0
წარმატებები!
irakli
01 თებერვალი 2019 14:05
0
ყოჩაღ მაკარიძეს, ძალიან კარგი ამბავია! ძირითადის მეკარეობას და გამარჯვებებს ვუსურვებ. ერთა ლიგის ნახევარფინალში მისი კარგ ფორმაში ყოფნა დაეხმარება ნაკრებს.
ლუკა
01 თებერვალი 2019 11:53
0
Da aranormsluris ra dainaxe aq? Warmatebei gio
Shoti
01 თებერვალი 2019 11:31
0
წარმატებები და იბრძოლე ძირითადისთვის. ღმერთი შენსკენ ძალიან გამიხარდა.
roma
01 თებერვალი 2019 11:21
0
ეს ნორმალურია?
Пппп
01 თებერვალი 2019 11:14
28
და შენ?..
gio
01 თებერვალი 2019 15:15
0
რუსეთს და ყაზახეთს არ ჯობია პროტუგალიის უმაღლესი დივიზიონი?
giga
01 თებერვალი 2019 12:11
0

სიახლეები პოპულარული