ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ავთანდილ ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალს" შეუერთდა - ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იუწყება.

27 წლის შემტევმა ახალ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იქ მას კიდევ ერთი ქართველი გიორგი არაბიძე დახვდება.

სეზონის პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა "ჩავესში" გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ებრალიძე "ნასიონალში" 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

alt"ძალიან ბედნიერი ვარ" - გიორგი მაკარიძე "სეტუბალის" მოთამაშე გახდა

altბოლო დღის ტრანსფერები - ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

ასევე დაგაინტერესებთ