2 თებერვალს, სეგუნდადივიზიონის 24-ე ტურში "ლუგო" გასვლაზე "ნუმანსიასთან" 0:3 განადგურდა და სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ალბერტო მონტეაგუდომ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ისევ არ ათამაშა.
გიორგი უკანასკნელი 3 მატჩია სათადარიგოა და ბოლოს 13 იანვარს ათამაშეს "ესტრემადურასთან" და ისიც მხოლოდ 8 წუთით.
ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბურჯანიას სამსახურით "კორდობა" დაინტერესდა.
"ლუგო" 26 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულაღა აშორებს და 9 თებერვალს "სარაგოსას" უმასპინძლებს.