ლაშა დვალის დებიუტი უნგრეთში - "ფერენცვაროშიმ" არ გაუშვა და გაიმარჯვა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ფერენცვაროშიმ" საკუთარ მოედანზე "ჰონვედი" მიიღო და 1:0 სძლია.

ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველ ლაშა დვალს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.

მეორე ადგილზე მყოფი "მოლ ვიდი" კი ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიასთან" დამარცხდა (0:3), რის შემდეგაც დვალის გუნდი უშუალო მეტოქეს 8 ქულით უსწრებს.

სტუმართა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ბუდაპეშტურ კლუბში იჯარის წესით ტალინის "ფლორადან" გადავიდა.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" მოთამაშე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გახდა, ის უნგრულ გრანდს პოლონური "პოგონიდან"
შეუერთდა.

altბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "მოლ ვიდის" გოლი გაუტანა

მკითხველის კომენტარები / 5 /
Kargia debutshi karis mshralsd shenaxva , carmatebebi dvals
Davit
13:08 04-02-2019
0
კომენტარებს რატომ ბლოკავთ ? :) არანაირი უხამსოობა როცა არაა? მე დავწერე "ფერენცვაროშიმ" არა ფერენცვაროშამ თქო :))) ფერენცვაროშიმ გადაგიხადათ დაბლოკეთო? თუ რეალიმ ?
გადასარევი გიორგი
00:35 04-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული