ლაშა დვალის დებიუტი უნგრეთში - "ფერენცვაროშიმ" არ გაუშვა და გაიმარჯვა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ფერენცვაროშიმ" საკუთარ მოედანზე "ჰონვედი" მიიღო და 1:0 სძლია.

ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველ ლაშა დვალს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.

მეორე ადგილზე მყოფი "მოლ ვიდი" კი ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიასთან" დამარცხდა (0:3), რის შემდეგაც დვალის გუნდი უშუალო მეტოქეს 8 ქულით უსწრებს.

სტუმართა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ბუდაპეშტურ კლუბში იჯარის წესით ტალინის "ფლორადან" გადავიდა.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" მოთამაშე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გახდა, ის უნგრულ გრანდს პოლონური "პოგონიდან"
შეუერთდა.

altბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "მოლ ვიდის" გოლი გაუტანა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშვენიერია! დვალი საჭირო კაცია ნაკრებისთვის.
ბასკი
12:10 03-02-2019
0
საბერძნეთის იანინაში და ლევადიაკოსში ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შერგელაშვილი და რეხვიაშვილი გადავიდნენ ორივე გუნდი უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. შერგელაშვილმა უკვე 2 თამაში ითამაშა ძირითადში შეუცვლელად, რეხვიაშვილმა 1 ბოლო ტურში აეკის წინააღმდეგ ასევე შეუცვლელად. მე არც ლაშას ახლობელი ვარ არც გიორგის მარა რატო არცერთი ჟურნალისტი არ წერს არაფერს დაბალი დონის ჩემპიონატია თუ რა ხდება.
გიო-გოლი
15:16 03-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული