პაულო ფონსეკა დავით ხოჭოლავას "აინტრახტთან" ათამაშებს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" ნამატჩევს (0:2) "შახტარის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ ეს მისი გუნდის ოპტიმალური შემადგენლობაა და ამ შემადგენლობით ეთამაშებიან "აინტრახტს".

მან ისიც აღნიშნა, რომ "შახტარს" დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, რადგან რამდენიმე მცველი ტრავმირებულია, იაროსლავ რაკიცკი კი "ზენიტში" გადავიდა.

"პარტიზანთან" შეხვედრაში ხოჭოლავა სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს "შახტარმა" "ბოტევს" 6:1 მოუგო და ფონსეკამ ექსპერიმენტალური შემადგენლობა ათამაშა, რომელშიც ქართველი მცველი არ იყო.

ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი "შახტარსა" და "აინტრახტს" შორის 14 თებერვალს ხარკოვში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული