ჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Championat.com-ს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ქართველმა მოთამაშემ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული კლუბიდან შემოთავაზებების შესახებაც ისაუბრა.

"ევროპისკენ მეც ვიყურებოდი. ახლა გადავწყვიტე, რომ სამარაში ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანო, რათა საინტერესო ადამიანებთან ვიურთიერთო. ეს კარიერაში გამოსადეგია, მე ხომ ბოლო წამს ჩამეშალა ჰოლანდიურ "ვიტესში" ტრანსფერი.

უცხო ქვეყნებიდან ჩემ მიმართ ინტერესი ხშირი იყო. ახლახან გავიგე, რომ ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, თუმცა არაფერი მითხრეს. იმ შემოთავაზებებიდან, რომელთა შესახებაც ვიცოდი, "ვალენსიას" გამოვარჩევ. ის გუნდი, სადაც სილვა თამაშობდა (დავიდ სილვა - ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მოთამაშე), თუმცა "სპარტაკში"
გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი. 18-19 წლის ასაკში მეც ასე მეგონა.

ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სპარტაკში" კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. მთავარი თამაშია. მზად ვიყავი, დიდ დათმობაზე წავსულიყავი და "ვიტესში" ნაკლებ ხელფასზე მეთამაშა (40 პროცენტი მხოლოდ გადასახადებში მიდის), მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, "კრილიაში" წასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა ჯანომ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "კრილია სოვეტოვში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

altჯანო ანანიძე ტრავმების გამომწვევ არანორმალურ დატვირთვებზე ალაპარაკდა: "სპარტაკში" არ მენდობოდნენ - ევროპირველობაზე უნდა გავიდეთ, ახლა ან არასოდეს

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეც მეპატიჯებოდა ახალგაზრდა მეზობელი ქალი და ცოლმა არ მითხრა((((
FEOLA
08 თებერვალი 2019 14:51
4
ცოტა ხო არ დააგვიანე ინგლისურის სწავლა?
Emre
08 თებერვალი 2019 14:39
6
ჯანო ჯერ კიდევ არ არის გვიან,მთავარია არ იზარმაცო.
თერჯოლელი
08 თებერვალი 2019 17:01
0
მიდი ჯანო დაუმტკიცე ყველას,რომ ძლიერი ფეხბურთელი ხარ.
გოჩა
08 თებერვალი 2019 13:53
1
ეჰჰ ჯანო ჯანო.. ძალიან ნიჭიერი იყავი და ახლა უკვე ჩამოყალიბებულ მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელად შეგეძლო ჩამოყალიბება.. ეგ დათმობები უკვე სტუაციიდან გამომდნარე შეექმნა და არა ნაფიქრაკი სწორი დასვნებიდან გამომდინარე.. წარმატებები მომავალ კარიერაში
ეჰჰ
08 თებერვალი 2019 14:05
4
მეზღაპრე ჯანო, ახლა გაიგო კაცმა ყველა ინტერნეტ სივრცე მაგას წერდა არსენალს უნდა დამატებაო ჭურში ეძინა უეჭველი
irakli
08 თებერვალი 2019 16:01
4
ჯერ არაფერია დაკარგული,გაიხსენეთ ყიფიანი 25 წლამდე ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელი იყო
დათო
08 თებერვალი 2019 19:36
5
ზიდანიც
ბაჩო
08 თებერვალი 2019 23:43
0
უიფიანის დროს სხვა ფეხბურთი იყო. თითქმის ეზოს ფეხბურთიდან გადადიოდნენ პირდაპირ პროფესიონალურში. ხურცილავა. მაგალითად
ის რომ იყო მაშინ იყო
09 თებერვალი 2019 11:54
0
ყველა გამოხმაურება
ისეთი შთ. მრჩება, რომ ბევრ რამეში ჯანოა თვითონ დამნაშავე, ან ნორმალური რჩევის მიმცემი კაცი არ ჰყავდა გვერდით, ან ჰყავდა და არ უსმენდა, ამდენი ხანი ინგლისური რომ არ იცის, ე.ი. არ იყო არსად წამსვლელი, არა უშავს, ამ ასაკიდან იწყებენ დიდი ფეხბურთის თამაშს სუპერვარსკვლავები, არაფერია დაკარგული, აშკარად აქვს ამ ბიჭს დიდი პოტენციალი, სწორი დასკვნები გამოტანილი აქვს იმედია, მიდი ჯანო, საკუთარ თავს დუმტკიცე, რომ მეტი შეგიძლია!
ჯანოს
08 თებერვალი 2019 16:46
4
მგონი მიხვდა...
r ezi
08 თებერვალი 2019 14:16
3
ბიჭო ეხლა მიხვდი თუ რომ გამოპგაგდეს მერე ალპარაკდი? მაანდმე რავი ეფიცებოდი სპარტაკს აქედან წამსვლელი არ ვბარო მიყვარსო სპარტაკიო და 2 მილიონი ხელფასიო და )
დათო
08 თებერვალი 2019 15:26
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული