ჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Championat.com-ს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ქართველმა მოთამაშემ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული კლუბიდან შემოთავაზებების შესახებაც ისაუბრა.

"ევროპისკენ მეც ვიყურებოდი. ახლა გადავწყვიტე, რომ სამარაში ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანო, რათა საინტერესო ადამიანებთან ვიურთიერთო. ეს კარიერაში გამოსადეგია, მე ხომ ბოლო წამს ჩამეშალა ჰოლანდიურ "ვიტესში" ტრანსფერი.

უცხო ქვეყნებიდან ჩემ მიმართ ინტერესი ხშირი იყო. ახლახან გავიგე, რომ ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, თუმცა არაფერი მითხრეს. იმ შემოთავაზებებიდან, რომელთა შესახებაც ვიცოდი, "ვალენსიას" გამოვარჩევ. ის გუნდი, სადაც სილვა თამაშობდა (დავიდ სილვა - ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მოთამაშე), თუმცა "სპარტაკში"
გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი. 18-19 წლის ასაკში მეც ასე მეგონა.

ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სპარტაკში" კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. მთავარი თამაშია. მზად ვიყავი, დიდ დათმობაზე წავსულიყავი და "ვიტესში" ნაკლებ ხელფასზე მეთამაშა (40 პროცენტი მხოლოდ გადასახადებში მიდის), მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, "კრილიაში" წასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა ჯანომ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "კრილია სოვეტოვში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

altჯანო ანანიძე ტრავმების გამომწვევ არანორმალურ დატვირთვებზე ალაპარაკდა: "სპარტაკში" არ მენდობოდნენ - ევროპირველობაზე უნდა გავიდეთ, ახლა ან არასოდეს

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბიჭო ეხლა მიხვდი თუ რომ გამოპგაგდეს მერე ალპარაკდი? მაანდმე რავი ეფიცებოდი სპარტაკს აქედან წამსვლელი არ ვბარო მიყვარსო სპარტაკიო და 2 მილიონი ხელფასიო და )
დათო
08 თებერვალი 2019 15:26
5
სამწუხაროდ ამის მატარებელმა ჩაიარა.... კიდევ ერთი მაგალით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის რო ფულზე არ უნდა იყო მარტო ორინტირებული... სპარტაკში თავისი მთელი კარეირე გაატარა... სულ პერსპექტიული ფეხბურთელის იმიჯით.. ხელფასს იღებდა და დაიკიდა განვითარება ... სამწუხარო რეალობაა. ეხლა ბაქიბუქობს არსენალი სევილიააა.... წასულიყავი ბიძია და დაგემტკიცებინაა შენი თავისთვის პირველ რიგში რო შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში... მარა რა უტხრათ ქართულ სიზარმაცეს.....
irakli
08 თებერვალი 2019 15:19
6
მეც მეპატიჯებოდა ახალგაზრდა მეზობელი ქალი და ცოლმა არ მითხრა((((
FEOLA
08 თებერვალი 2019 14:51
4
ცოტა ხო არ დააგვიანე ინგლისურის სწავლა?
Emre
08 თებერვალი 2019 14:39
6
მგონი მიხვდა...
r ezi
08 თებერვალი 2019 14:16
3
ეჰჰ ჯანო ჯანო.. ძალიან ნიჭიერი იყავი და ახლა უკვე ჩამოყალიბებულ მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელად შეგეძლო ჩამოყალიბება.. ეგ დათმობები უკვე სტუაციიდან გამომდნარე შეექმნა და არა ნაფიქრაკი სწორი დასვნებიდან გამომდინარე.. წარმატებები მომავალ კარიერაში
ეჰჰ
08 თებერვალი 2019 14:05
4
მიდი ჯანო დაუმტკიცე ყველას,რომ ძლიერი ფეხბურთელი ხარ.
გოჩა
08 თებერვალი 2019 13:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული