"მან ყველაფერი მომცა, რაზეც თავად ოცნებობდა" - ჯანო ანანიძე მამას იხსენებს

AutoSharing Option
Championat.com-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძე ბევრ სხვა საკითხთან ერთად თავის მამას, ამირან ანანიძესაც შეეხო, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის მოთამაშედ ჩამოყალიბებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იხსენებს, როგორ ავარჯიშებდა მამა ჯერ კიდევ 3-4 წლის ჯანოს.

"ერთ დღეს მამაჩემმა ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რჩევა მომცა: "ჯანო, თუ ფეხბურთს აირჩევ, ბოლომდე უნდა მიჰყვე". მის სიტყვებს ვერ ვუღალატებ და ვერ გავჩერდები - არ აქვს მნიშვნელობა, რა წინაღობა მექნება.

ქობულეთში ხშირად ჩავდივარ და საფლავზე მივდივარ. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ფეხბურთისკენ გზა გამიხსნა.
მისი მეგობრები ამბობენ: "ჯანო, ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელი თქვენგანი უკეთესი იყო". მამაჩემს მისმა მშობლებმა არ მისცეს თბილისში წასვლის ნება, მე კი პირველივე შესაძლებლობაზე გამიშვა. მან ყველაფერი მომცა, რაზეც თავად ოცნებობდა.

მახსოვს, როცა 3-4 წლის ვიყავი მან კისერზე კარტოფილის ტომრით ბურთი ჩამომკიდა, რომელიც დარტყმის შემდეგ არსად მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა. 7-8 წლის ასაკში იქამდე ვკენწლავდი, სანამ არ დავიღლებოდი.

მას შეეძლო დილის ოთხ საათზე გავეღვიძებინე და სკოლაში წასვლამდე დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთზე - გოლებზე, მოთამაშეებზე, ვარჯიშებზე - ესაუბრა.

როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშებს აჩვენებდნენ ტელევიზორში, დაძინების უფლებას არ მაძლევდა. რთულ დროში, როდესაც სახლში შუქი არ გვქონდა, სხვასთან მივდიოდით, ვისაც სპეციალური გენერატორი ჰქონდა, ვუყურებდით თამაშს და ორი საათის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით.

დილის 7 საათზე ზღვაზე ვიყავით და ვვარჯიშობდით. ვვარჯიშობდით ტექნიკაში, პასის გაკეთებაში, გაგვქონდა წარმოსახვითი გოლი. ერთ დღეს კი მარტო გამიშვა და მითხრა: "მე არ მცალია, წადი, მარტო ივარჯიშე, სავარჯიშოები ისედაც იცი". ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ მხოლოდ ბურთის კენწვლა დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, მამა გამომყვა და შორიდან მაკვირდებოდა. როგორ დამსაჯა, არ მოვყვები, მაგრამ მარტივი არ ყოფილა.

- მე რომ არ ვიყო, შენ რა, ფეხბურთი არ უნდა ითამაშო? - მითხრა.

მას შემდეგ ვგრძნობ და ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემთან ახლოსაა და არ მაქვს უფლება, მას იმედები გავუცრუო". - ამბობს ჯანო ანანიძე.

altჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს

altჯანო ანანიძე ტრავმების გამომწვევ არანორმალურ დატვირთვებზე ალაპარაკდა: "სპარტაკში" არ მენდობოდნენ - ევროპირველობაზე უნდა გავიდეთ, ახლა ან არასოდეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი მამა ჰყავდა,..გულზე მომხვდა,..მამამისს არაფერი დაუშურებია მისთვის მართლა...
საბა
17:46 08-02-2019
0
ღმერთმა აცხონოს! მაგარი კაცი ყოფილა! მთელი საქართველოს სიმდიდრეა ასეთი მამები და ჯანოსნაირი შვილები! არ ყავდათ ასეთი მამა ჯიქიას და მელქაძეს და კი დავკარგეთ. კარგი მამები დავაფასოთ, მეგობრებო!
ქუთაისელი
18:00 08-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული