მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოს და მრავალი ტურნირი მოგეგოს - "შახტარი" დავით ხოჭოლავას დაბადების დღეს ულოცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა 26 წლის გახდა და დაბადების დღე მისმა კლუბმა მიულოცა.

"ქართველი მცველი "მეშახტეებს" 2017 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში გუნდს უკრაინის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის მოგებაში დაეხმარა. მის ანგარიშზე 39 მატჩში გატანილი 2 გოლია. მტკიცე ხასიათი, პროფესიონალიზმი და სრული თავდადება ეს ის თვისებებია, რომლებიც დიდი წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

იუბილარს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. დაე საფეხბურთო მოედანზე წარმატებული იყოს, მრავალი გამარჯვება მოეპოვებინოს და მრავალი ტურნირი მოეგოს", - წერს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული