რას წარმოადგენს უნგრეთის ჩემპიონატი, სადაც 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატში ქართული ლეგიონი მომრავლდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენლობა სწორედ უნგრეთში გვყავს. ამ ფაქტს სასიამოვნოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან უნგრეთის ჩემპიონატი არცთუ ისე მაღალი დონისაა.

ევროპის რიგით 33-ე ჩემპიონატს 9 საფეხურით უსწრებს ყაზახეთის პირველობა, 7 საფეხურით - აზერბაიჯანის, ხოლო საქართველოს ჩემპიონატი 14 საფეხურით ჩამორჩება.

ლაშა დვალი
ამ ზამთარს უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ და ჩემპიონობის რეალურ კანდიდატ "ფერენცვაროშში" ლაშა დვალი გადავიდა.

ბოლო წლებში "ფერენცვაროში" მხოლოდ ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა, ფინალურ ეტაპზე კი ვერ ხვდებოდა.

ადგილობრივ ასპარეზზე კი უფრო წარმატებულია - ეროვნული ჩემპიონატი
29-ჯერ აქვს მოგებული.

წინა სეზონში უნგრული გუნდი ევროპა ლიგას საკვალიფიკაციოს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც თელ-ავივის "მაქაბის" ვერ გასცდა.

გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, ფეხბურთელების ღირებულების საერთო ჯამით "ფერენცვაროში" უნგრეთში პირველია. კლუბის ფეხბურთელების ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს და 2 მილიონით უსწრებს "მოლ ვიდს". რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, სხვაობა 8 ქულაა.

დვალის გუნდი დედაქალაქ ბუდაპეშტში თამაშობს, სადაც 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "გრუპამა არენაზე" თამაშობს. საშუალო დასწრება ჩემპიონატში 7 000 -10 000 ადამიანია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ზაქარია ბეგლარიშვილი
ესტონეთში მრავალწლიანი კარიერის შემდეგ "ფლორამ" ზაქარია ბეგლარიშვილი უნგრულ "ჰონვედში" გაანათხოვრა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ევროპა ლიგის შესარჩევში გასასვლელად იბრძვის. უნგრეთის ჩემპიონატის 14-გზის ჩემპიონ კლუბს საერთაშორისო არენაზე არაფრისთვის მიუღწევია.

გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტი" კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულებას 6.68 მილიონი ევროთი აფასებს, რაც უნგრეთში მეხუთე მაჩვენებელია. კლუბი მის წინ მყოფ "დებრეცენს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მის უკან მყოფ "უიპეშტთან" ქულებს თანაბრად იყოფს, უბრალოდ, მოგებების რაოდენობით არის წინ.

ბეგლარიშვილის გუნდიც დედაქალაქში თამაშობს. კლუბის სტადიონი "ბოზსიკის არენაა", რომელიც 9 500 ადამიანს იტევს. კლუბის თამაშებს საშუალოდ 1500-დან 2000-მდე ადამიანი ესწრება.

Sportall.Ge

გიორგი ბერიძე
ბელგიური "გენტის" მიერ ტრადიციად იქცა ახლაგაზრდა ფეხბურთელის სხვადასხვა ჩემპიონატში განათხოვრება. მიმდინარე სეზონში გიორგი "უიპეშტის" ღირსებას იცავს, რომელიც მეხუთე ადგილზეა.

ბერიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 6.60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

"უიპეშტიც" არ ჩამორჩება მის წინამორბედებს ჩემპიონატის მოგების რაოდენობით, კლუბს 20-ჯერ აქვს ეს ტიტული მოგებული. ეს გუნდიც დედაქალაქში თამაშობს. მათი სტადიონი "სზუზა ფერენც არენაა", რომელიც 14 817 ადამიანს იტევს. საშუალო დასწრება 1500-დან 1700-მდე ადამიანია.

Sportall.Ge

ბაჩანა არაბული
საქართველოს ნაკრების ფორვარდს უნგრული გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, თუმცა ამჯერად ოდნავ უკეთეს გუნდში თამაშობს. "პუშკაშის აკადემია" მე-9 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს. არადა, ფინანსურ შედარებას როცა ვაკეთებთ, კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 8.33 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც მესამე მაჩვენებელია უნგრეთში.

არაბულს მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბი აკადემიით გამოირჩევა. გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა უნგრეთში და ჩემპიონატიც არასდროს მოუგია. კლუბის შეხვედრებს საშუალოდ 400-დან 500-მდე ადამიანი ესწრება.

კლუბი სოფელ ფელჩიუტს ეკუთვნის, რომლის მოსახლეობა 1688 ადამიანს შეადგენს. სათამაშო სტადიონი კი "პანჩო არენაა", რომელიც იტევს 4500 მაყურებელს. მისი დიზაინი შექმნა მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა იმრე მაკოვეჩმა, ხოლო მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ ტომაშ დობროსმა დაასრულა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მურთაზ დაუშვილი
ბოლო, მე-12 ადგილოსან გუნდში, რომელიც ჩემპიონატის დატოვების მთავარი კანდიდატია, საქართველოს ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ირიცხება. "ჰალადასის" მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მათ 11 ქულა აშორებთ "ვარდასთან", რომელიც გასავარდნი ზონის მიღმაა.

მიმდინარე სეზონში დაუშვილმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ჰალადასი" მადიართა პირველობაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი გუნდია, კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 4.9 მილიონი ევროა.

კლუბს 100-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ჩემპიონატი არასდროს მოუგია. კლუბი ქალაქ სომბატჰეიში თამაშობს, სადაც 80 000-მდე მცხოვრებია. კლუბი თავისივე სახელწოდების სპორტკომპლექსის არენაზე თამაშობს, რომელიც 9859 ადამიანს იტევს. კლუბის შეხვედრებს დაახლოებით 1000-დან 1500-მდე ადამიანი ესწრება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

altპუშკაში, პარლამენტი, მარგალიცა და რა უნდათ ქართველ ფეხბურთელებს უნგრეთში?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი ალბათ იმას ფიქრობენ,რომ ლიჟბა ლეგიონერი გავხდეოო...
ასევე
09 თებერვალი 2019 17:55
8
Stadionebi ki aqvt kargi.anu saufroso.
Kika
09 თებერვალი 2019 16:07
1

სიახლეები პოპულარული