ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ "მუსკრონთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" ქართველ ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო  ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბრიუგესთან" არ უთამაშია, თუმცა როგორც გუნდის მწვრთნელი იეს ტორუპი ამბობს, საგანგაშო არაფერია.

"ჩაკვეტაძეს მედშემოწმება ჩაუტარდა და ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დასვენებას საჭიროებს და ამ უქმეებზე ვერ იასპარეზებს. ის მალე დაგვიბრუნდება", - განაცხადა ტორუპმა.

გიორგის ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდა, შემდეგ "ოსტენდესთან" თასზე ითამაშა და ისევ მიიღო მუხლის ტრავმა.

მან პირველობის 20 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ