"სარაგოსაში" გადასულ ლევან გრძელიძეს ოპერაცია გაუკეთეს და 6 თვე გაუცდება

AutoSharing Option
"სარაგოსაში" ახლახან გადასულ 18 წლის ნახევარმცველს ლევან გრძელიძეს მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაუკეთეს და დაახლოებით ნახევარი წელიწადი მოუწევს უქმობა.

ამ ამბავს არაგონული კლუბი თავისი ტვიტერით იუწყება:"ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს ლევან გრძელიძეს  მუხლზე ჯვარედინი მყესის ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს. მას მწყობრში მალე ჩადგომას ვუსურვებთ".

გრძელიძეს "სარაგოსამ" 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ადრე თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.







მკითხველის კომენტარები / 3 /
დაწყებაც ასეთი უნდა
vai
09 თებერვალი 2019 19:53
1
მარჯვენა ფეხზე თუ მარცხენაზე?
nodiko
09 თებერვალი 2019 19:26
3
მარცხენა
nika
09 თებერვალი 2019 21:27
0

სიახლეები პოპულარული