ლაშა დვალის "ფერენცვაროშიმ" გიორგი ბერიძის "უჟპეშტი" ვერ დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ, 9 თებერვალს უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-20 ტურში "ფერენცვაროში" "უჟპეშტს" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე, რომელიც უნგრულ კლუბში "გენტიდანაა" განათხოვრებული, მან მოედანზე 55 წუთი გაატარა.

სტუმართა ქართველი მცველი ლაშა დვალიც ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი გამართა. შეხვედრის მიწურულს კი ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

მიღწეული ფრის შემდეგ დვალის გუნდი პირველ ადგილს 43 ქულით იკავებს და მეორე ადგილოსან "მოლ ვიდს" 9 ქულით უსწრებს, რომელმაც დვტკ-სთან დამარცხდა.

რაც შეეხება "პუშკაშ აკადემიას", ბაჩანა არაბულის გუნდი "ჰონვედთან"
2:1 დამარცხდა, ქართველი თავდამსხმელი მატჩში 57-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა გუნდის დახმარება ვერ მოახერხა.

altკოშმარი - გიორგი გაბედავამ პოლონეთის ექსტრაკლასას სადებიუტო მატჩში 2 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს [VIDEO]

altადაპტაციის გარეშე - 18 წლის ლევან ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატზე ამჯერად გოლი გაიტანა! [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445/2117940938286975/?type=3&theater

აქაა ეს თამაში, ვისაც გინდათ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული