საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს, დანიის სუპერლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის" "რანდერსმა" სტუმრად 3:0 სძლია "ოლბორგს".

ლობჟანიძე როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო, 65-ე წუთზე გოლი გაიტანა და 82-ე წუთზე შეცვალეს.

საბამ ქვეყნის მიმდინარე პირველობის 21 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მისი გუნდი გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა და ამ სეზონში ფინალურ ექვსეულში მოსახვედრად წარმატებით იბრძვის.

"რანდერსი" 31 ქულით მე-4 ადგილზეა და 17 თებერვალს ლიდერ "კოპენჰაგენს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული