"გენტი" სახლში დამარცხდა - გიორგი ქვილითაია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი თანაგუნდელმა არ გაატანინა

AutoSharing Option
10 თებერვალს, ქართველების "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "მუსკრონთან".

ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში განაცხადში არ იყო. სტუმრები მე-60 წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ მასპინძლებმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაქვითეს და მწვრთნელმა იეს ტორუპმა როგორც იქნა, შეუშვა შეცვლაზე თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.

ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, ერთხელ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ფრანგმა მეკარემ ჟან ბუტეზმა არ დაანება. ხაზგასასმელია, რომ როდესაც ის ხელსაყრელ პოზიციაში იყო, თანაგუნდელები და მეტადრე ფორვარდი ჯონათან დავიდი პასს არ აძლევდნენ. ეს უკანასკნელი 76-ე წუთზე მეკარესთან
პირისპირ გავიდა და იმის მაგივრად, რომ მარჯვნივ ცარიელ კართან დარჩენილი ქვილითაიასთვის გადაეცა ბურთი, დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა.

"გენტი" 38 ქულით მე-7 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად "ბევერენს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდში არის ბარდაგი, ყველა თავისთვის თამაშობს. ეს გუნდი არ არის. მწვრთნელია გამოსაცვლელი . ქვილო, მე მგონი სანაკრებოდ მზად იქნება.
ვასო
11 თებერვალი 2019 12:50
0
ვთქვი წინაზე ეგ მწვრთნელი არ მომწონსთქო და გამიბრაზდნენ. ვნახოთ მომდევნო თამაში ვოს დაყენებს ძირითადში. ერთმანეთს პას რო არ აძლევენ ეგ მწვრთნელის ბრალია
გოგა
11 თებერვალი 2019 12:01
0
Chans giorgis shishi aqvt sakutar tanagundelebs, rata ar atamashdes kargad.
Es ki gundshi arajansag garemoze miutitebs
Erekle
11 თებერვალი 2019 09:38
1
წინა მწვრთნელის დროსაც იყო ეგ პრობლემა. მოხსნა მოუწიათ მაგრამ იგივე მეორდება. ლეგიონერებს იღებენ რომ მერე სარფიანად გაყიდონ. ეს ლეგიონერებიც მარტო მოკლევადიანი სარგებელის ნახვისთვის ირჯებიან. მოკლედ ადმინისტრაცია ვერ მართავს სიტუაციას და გუნდის ნაცვლად ბარდაგია.
გიორგი
11 თებერვალი 2019 16:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული