პაულო ფონსეკა: "აინტრახტთან" ხოჭოლავა-კრივცოვი-მატვინენკოდან ორი ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში დონეცკის "შახტარი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

უკრაინელთა დამრიგებელმა პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი მცველი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

"ბონდარენკო "აინტრახტთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ მომენტისთვის სამი ცენტრალური მცველი გვყავს - კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვინენკო. ვერ გეტყვით, ზუსტად რომელი, მაგრამ ორი მათგანი ძირითად შემადგენლობაში იქნება" - განაცხადა ფონსეკამ.

შეხვედრა ხვალ, 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 წუთზე დაიწყება.

altპაულო ფონსეკა დავით ხოჭოლავას "აინტრახტთან" ათამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული