ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქუთათელაძე კიევის "დინამოსაც" ტოვებს - უკრაინელებმა ქართველს კონტრაქტი არ გაუფორმეს

AutoSharing Option
როგორც კიევის "დინამოს" საინფორმაციო საიტი Dynamomania.com-ი იუწყება, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას უკრაინულ კლუბში არ გააგრძელებს.

საიტის ინფორმაციით, 17 წლის მოთამაშე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვარჯიშის საშუალებაც არ აქვს. ამიტომ "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდი მის დამატებას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის უკრაინულ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია სწორედ Dynamomania-მ გაავრცელა.

ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი "ანჟიში" იყო, თუმცა რუსულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აკრძალული აქვს და ნიკოლოზმა დაღესტნური კლუბი დატოვა.

altპრაღა, ლილი, პარიზი,

მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე