ლაშა დვალი: მჯერა, რომ შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს

AutoSharing Option
ლაშა დვალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პოლონეთი დატოვა და უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ "ფერენცვაროშში" გადავიდა.

მან ახალ კლუბში უკვე მოასწრო ორი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში თამაში.

"ფერენცვაროშის" ვებგვერდმა ქართველთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- რა შთაბეჭდილებები გაქვთ და რას ფიქრობთ უნგრულ ფეხბურთზე?
- ძლიერი ჩემპიონატია. გუნდები, რომლებთანაც ვითამაშე და ისინიც, რომლებიც ტელევიზორში ვნახე, მაღალი სტანდარტებისაა, ცდილობენ, ბურთი მუდმივად მიწაზე იყოს. ყველა გუნდი იბრძვის. ამიტომ მათზე მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია. ყველა შეხვედრა რთულია. ამიტომ როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად ვვითარდებით.

- ამ ორი თამაშის
განმავლობაში, ორი სხვადასხვა პარტნიორტი გყავდათ - ბლაზიჩი და ფიმპონგი. როგორ მიდის საქმეები?

- ორივეს კარგად გავუგე. ყველასთვის კარგია, როდესაც ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის ბრძოლა გიწევს. კონკურენცია თამაშის ხარისხს ზრდის. მთავარი გუნდური წარმატებაა. გუნდში კარგი განწყობაა, მხოლოდ გამარჯვებებზე ვფიქრობთ.

- თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელმაც მეორე წრეში ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, სერგეი რებროვის ("ფერენცვაროშის" მწვრთნელი) ნდობა დაიმსახურეთ?
- მჯერა, რომ შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს. ვგრძნობ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია და თუ მწვრთნელიც ასე ფიქრობს, დიდი პატივია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, საუკეთესო შედეგს მივაღწევთ.

- კვირის ბოლოს "დებრეცენს" ვესტუმრებით, რომელიც ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. რა შედეგს ელოდებით?
- სამი ქულის გარდა, არაფერზე ვფიქრობთ. ყოველ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ.

altლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" გიორგი ბერიძის "უჟპეშტი" ვერ დაამარცხა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული