მისი გუნდი 20 თებერვალს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსს" შეხვდება.
ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ:
- ბოლო შეხვედრაში თქვენ სამჯერ გაიტანეთ. რას იტყვით გასულ მატჩზე?
- ვეცადეთ, ისე გვეთამაშა, როგორც "იუვენტუსთან" ვაპირებთ, მაგრამ ასე არ გამოვიდა, რადგან მეტოქე "იუვე" არ ყოფილა. ბევრი გოლი გავიტანეთ, თუმცა ეს სხვა დონეა. იტალიელებთან მატჩისთვის მუშაობას ვაგრძელებთ.
- ამხანაგურ მატჩებში გუნდის ბომბარდირი გახდით, სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანეთ.
- გულწრფელად რომ ვთქვა - არა. არ მაინტერესებს, რამდენს გავიტან, მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს.
- თურქული შეკრება დასრულდა. რამდენად არის გუნდი მზად?
- ფიზიკურად სრულიად მზად ვართ, მაგრამ მთავარი ფიზიკა არაა, მთავარი სურვილია. ჩვენ კი დიდი სურვილი გვაქვს, "იუვენტუსი" დავამარცხოთ.
- ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველ გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშეთ, დებიუტიც გქონდათ, ესპანეთში შეკრებაზეც იყავით. რა განსხვავებას ხედავთ?
- იქ სხვა სისწრაფეებია. აუცილებელია, ყველაფერი სწრაფად გააკეთო, სწრაფად იფიქრო. თუ სისწრაფეს და ტაქტიკას შეეწყობი, თამაშს შეძლებ.
- რას ეტყვით გულშემატკივრებს "იუვენტუსთან" მატჩამდე?
- იმედი გვაქვს, ბევრი ქომაგი მოვა. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ! რაც მეტი მაყურებელი იქნება, მით მეტი სურვილი ექნებათ მოთამაშეებს, რომ მოიგონ. მოდით თამაშზე და შედეგით კმაყოფილებს გაგიშვებთ.
წიტაიშვილის ჰეთ-თრიკი - "იუვენტუსთან" შეხვედრამდე ქართველმა გაიბრწყინა [VIDEO]